planeta.ge Posted February 1, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2022 უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის თქმით, იმ პირებს, რომელთაც ე.წ. მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, მისი მიღება კვლავ შეეძლებათ. "იმ ხალხს, ვისაც მწვანე პასპორტი სჭირდება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად, სისტემით სარგებლობა კვლავინდებურად შეუძლია. ქვეყნის შიგნით, მწვანე პასპორტი სავალდებულო აღარ იქნება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ვირუსით გამოწვეული შემდგომი გართულებები ავიცილოთ თავიდან“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts