planeta.ge Posted February 1, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2022 დღეიდან სამედიცინო სექტორში ცვლილება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც კოვიდპაციენტების შინ მკურნალობას ოჯახის ექიმები უზრუნველყოფენ.კოვიდის შინ სამკურნალოდ ოჯახის ექიმებმა გადამზადება გაიარეს და ამიერიდან ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თავისი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შეამსუბუქებს თითოეული ოჯახის ექიმის დატვირთვას. ცვლილება ხელსაყრელი იქნება პაციენტებისთვისაც, რომლებიც რჩევებს მათთვის ნაცნობი ექიმებისგან მიიღებენ. „დღეიდან ამოქმედდება მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმთან რეგისტრირებული პაციენტების მართვას, თავისივე ოჯახის ექიმის მიერ. აქამდეც, ოჯახის ექიმები მართავდნენ პაციენტებს ბინაზე, თუმცა ნოემბერი – დეკემბერი დავუთმეთ იმას, რომ ყველა ოჯახის ექიმი გადამზადდა კოვიდის ბინაზე მართვის საკითხებში და უკვე მათ შეუძლიათ თავადვე მართონ თავიანთი პაციენტი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.The post დღეიდან სახლში მკურნალობის პროტოკოლი ამოქმედდა appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts