Jump to content
Planeta.Ge

ლეგენდარული რობერტო კარლოსი ფეხბურთში ბრუნდება და თანაც სად?


Recommended Posts

ლეგენდარული ბრაზილიელი მარცხენა მცველი რობერტო კარლოსი კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთში 1 მატჩით ბრუნდება, თანაც ინგლისის Sunday league-ზე, სადაც მოყვარული გუნდები თამაშობენ.

კარლოსი ასეთი სახელწოდების გუნდს –  “ხარი ბარნის იუნაიტედში” შეუერთდება, რომელიც შროფშირის (მთავარი ქალაქი შრიუსბერი) ერთ-ერთი პაბის გუნდია და ბიჭები კვირა დღეს ფეხბურთს აგორებენ.

როგორ მოხდა ეს ყველაფერი? იბეიზე შესაძლებელი იყო კლუბებს 5 ფუნტი გადაეხადათ, ლატარეაში ჩართულიყვნენ და ლატარეის პრინციპით, ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელი გამარჯვებულის რიგებში ითამაშებდა. სწორედ ასე გაუმართლა შრიუსბერელებს და თებერვალში 48 წლის ლეგენდა “ხარი ბარნის იუნაიტედში” შეცვლაზე შევა.

1 დღის წინ “ხარებზე” ძალიან ცოტამ თუ იცოდა, დღეს კი მათ შესახებ BBC, Talk Sport, Sport bible, Reuters და სხვა ცნობილი გამოცემები წერენ.

http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/Screen-Shot-2022-02-01-at-11.48.46-AM.jpg

The post ლეგენდარული რობერტო კარლოსი ფეხბურთში ბრუნდება და თანაც სად? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...