planeta.ge Posted February 1, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2022 დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი რვა მეშახტიდან სამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათგან სერიოზულად მძიმეა ერთის მდგომარეობა, რომელსაც სხეულის 60 პროცენტის დამწვრობა აღენიშნება. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული სამი პაციენტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. დანარჩენი ხუთი პაციენტი კი ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძნობს მკურნალობას. ტყიბულის შახტში მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. შრომის ინსპექციის ცნობით, ტყიბულის შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, ამასთან, მუშაობისას ტექნიკური ხელმძღვანელი ადგილზე არ იყო. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts