Jump to content
Planeta.Ge

tia "მიცვალებული ჯერ სახლში მყავს... სახლის წართმევას გვიპირებს მთავრობა“ - რა მოხდა გმირი ჭარელიშვილის ოჯახში


Recommended Posts

1643634515_charelishvili_w_h.jpg

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ემიგრანტის, ქეთი ჭარელიშვილის პოსტი, სადაც წერდა, რომ ახლახან გარდაცვლილ მამას გლოვობს, ამასობაში კი მთავრობა ართმევთ ბინას, რომელიც თავად გაარემონტეს, რადგან იქ მხოლოდ კედლები იყო და ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა ყველაფერი დაალპო.

 

"ღმერთო ჩემო, რა პოსტს მაწერინებთ, მიცვალებული ჯერ სახლში მყავს... სამწუხაროდ, ჩვენს სამშობლოში გმირებს სათანადოდ ვერ აფასებენ, ჯერ პანაშვიდიც არ გასულა და სახლის წართმევას გვიპირებს მთავრობა. მამიკოს სახლს გვართმევენ ხალხო, მიშველეთ... მთავრობისააო, არადა, ცარიელი კედლები იყო და მამაჩემმა გააკეთა ყველაფერი, ჭერიდან წყალიც ჩამოვიდა და დაალპო ძვირფასი ნივთები და ავეჯი, როცა ავღანეთში იყო მამა. დაალპო წვიმამ ნივთები და ავეჯი. მერე ნივთები, ავეჯი გადაყარეს, ჭერიც სათანადოდ გაარემონტებინა, წყალი რომ აღარ ჩამოსულიყო...

 

რა ნამუსით ითხოვს მთავრობა, მთავრობას უთხარით, რომ ვერ მოისყიდეს „ჭარელა“, მილიონებს სთავაზობდნენ ხალხნო, ყველა შოკში იყო ირგვლივ, „ჭარელამ“ სამშობლო არ გაყიდა და მდიდარი სულის დარჩა, მაგრამ სულიც ამოხადეთ, გულიც გაუხეთქეთ და ისე დაუმახინჯეთ გვამი, შეფუთულია, არ მაძლევენ ნებას ავხადო და მაგრად ჩავეხუტო. ლამის გული გამისკდეს, ხალხნო. თუმცა უფალი გააკრეს ჯვარზე, რა მიკვირს. მაშ, ამას იმსახურებდა ჭარელა?!

 

აბა, სად ხართ ღირსეულო ძმაკაცებო, ყველას მხარდაჭერა მჭირდება. ჭარელას ბინა ვერ უნდა წაართვან. არც უნდა ეკადრათ, კაცური კაცი იყო მამიკო, სანთლით საძებარი და იმედია, მისი მეგობრებიც, მასავით სუფთა და ღირსეული აღმოჩნდებიან. ბოდიში, ახლა არ მცალია და აზრზე რომ მოვალ, მერე მოგაკითხავთ ყველას, იმედია თვალებში ჩახედვის არ შეგრცხვებათ. პატივისცემით: „პატარა ჭარელა“.

 

„პრაიმ თაიმი“ პოსტთან დაკავშირებით ქეთი ჭარელაშვილს დაუკავშირდა. გაირკვა, რომ მგლოვიარე ოჯახი შეცდომაში შეიყვანეს და მათ მთავრობიდან უკვე დაუკავშირდნენ.

 

„მთავრობიდან დამირეკეს, არაფერს გერჩით, პირიქით, იქით დაგეხმარებითო. არადა, მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარმა დაგვირეკა და ასე გვითხრა. ტყუილი იყო თუ მერე უარყვეს, არ ვიცი. მინდა იცოდეთ, რომ ყველაფერი მოგვარდა და დიდი იმედი მაქვს, აღარაფერს გვართმევენ“, - გვითხრა ქეთი ჭარელიშვილმა.

 

ცნობისთვის, ხვიჩა ჭარელიშვილი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ავღანეთის ლომი,“ „კახელი-ამერიკელი“, „მისტერ ჩარლი“ ასე ეძახდნენ ავიაციის ყოფილ კაპიტანს მეგობრები და კოლეგები.

 

 

წყარო

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...