Jump to content
Planeta.Ge

tia ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ - თამარ გაბუნია


Recommended Posts

1643636673_222-tamar-gabunia.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვით, ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ.

 

„ბინაზე ძალიან ბევრი პაციენტი იმყოფება. ბოლო პერიოდში გავზარდეთ ონლაინკლინიკების რაოდენობა, ასევე ცენტრალურ ონლაინკლინიკაში ექიმების რაოდენობაც, თუმცა ცალსახად გეთანხმებით, რომ უკეთესი იქნება, პაციენტი უკავშირდებოდეს თავისსავე ოჯახის ექიმს. უკვე ხვალიდან, პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოს – ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან. ეს ქსელი უკვე სრულად გაიშალა, ყველა ოჯახის ექიმმა გაიარა ტრენინგი დეკემბრის განმავლობაში, ყველა მზად არის, თავისივე პაციენტები მართოს. რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კვლავაც საჭირო იქნება პაციენტების გადამისამართება ჰოსპიტალში და ამ შემთხვევაში, ოჯახის ექიმი გადააბარებს პაციენტს კლინიკას“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

 

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...