planeta.ge Posted January 30, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2022 სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის მოსწავლეთა სახლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსება დაიწყო.პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების ღირებულების ანაზღაურებას. ბენეფიციარებს თითო სახეობის/წრის არჩევის უფლება აქვთ.ვინ არიან პროგრამის ბენეფიციარები?პროგრამის ბენეფიციარები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.რას მოიცავს პროგრამა?• მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში განისაზღვრება წრეების მიხედვით:ა) მხატვრული კითხვა – 25 ლარი;ბ) საგნობრივი წრეები, მუსიკალური მიმართულება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 30 ლარი;გ) გიტარის შემსწავლელი წრე, სპორტული მიმართულება – 40 ლარი;დ) ქორეოგრაფიული სტუდია – 50 ლარი.როგორ უნდა ჩაერთოს პირი პროგრამაში?მომსახურების მიღება ხორციელდება მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N6) და მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის შესაბამის რაიონულ ფილიალში განცხადებით მიმართვის საფუძველზე.The post “მოსწავლეები მთავრობისგან 175 ლარს მიიღებენ…” – გადაამოწმეთ, ხართ თუ არა სიაში appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts