Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge- 31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი


Recommended Posts

ვერძი

დღეს უნდა გამოხვიდეთ წინა პლაზნე. შესაძლოა, თქვენს სამუშაო გუნდში დიდი ხანია კონფლიქტი მწიფდება და ასეთ ვითარებაში მხოლოდ თქვენ შეძლებთ ცივი გონების შენარჩუნებას. Სამწუხაროა, რომ ასტროლოგიური კალენდარი ამ პერიოდს არ გიხანგრძლივებთ. საღამოს შეგიძლიათ ესტუმროთ ბარს და რესტორანს, განტვირთვის მიზნით. უმჯობესია არ წახვიდეთ ღამის კლუბში, შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

კურო

დადგა დრო საკუთარი ვალდებელებები შეასრულოთ. სამსახურში დაგროვებული საქმის შესრულების დროა. დაურეკეთ თქვენს კოლეგებს, თანაშემწეებს, არაფერი დაგაახლოვებთ ისე, როგორც “ერთობლივი მუშაობა თქვენს სასარგებლოდ”. ამავე დროს, შეეცადეთ შეუმჩნევლად გააძლიეროთ თქვენი ავტორიტეტი. შესაძლებელია ფულის დახარჯვა, ქვების გაფანტვის დრო დადგა, მაგრამ მათი შეგროვების დროც მოვა.

ტყუპები

დღეს ყველაფერს მოასწრებთ და ყველაფერი გამოგივათ. თუმცა მოვლენების კალეიდოსკოპში რაღაცის გამოტოვების ან შემთხვევით დავიწყების ალბათობა დიდია, რაც შემდგომში შეიძლება სერიოზულ სირთულედ იქცეს. არ არის გამორიცხული მოკლე მივლინებები. დღეს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოტყუება უფრო ადვილია, არ დაეთანხმოთ შემოთავაზებებს უცხო ადამიანებისგან. ნუ აიღებთ ლიდერობას საკუთარ თავზე, რადგან შესაძლოა “განტევების ვაცის” როლში აღმოჩნდეთ.

კირჩხიბი

თუ გაგიჩნდათ ცდუნება რაიმე სარისკო მოვლენაში ჩაერთოთ, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, ნაკლებად სავარაუდოა იღბალი თქვენს მხარეს იყოს. კოლეგებს შეუძლიათ ჩაგითრიონ არასაჭირო კამათში ან განსაცდელში. შეეცადეთ, თავი დააღწიოთ ამას ნებისმიერი გზით. უმჯობესია თქვენს გეგმებს მიჰყვეთ და მიიღოთ მორალური კმაყოფილება. საღამოს, რომანტიკულ შეხვედრაზე უარს ნუ იტყვით.

ლომი

დღევანდელი დღით უკმაყოფილო დარჩებით. Სულში ეჭვის თესლს დათესავთ უკეთესი მომავლის იმედით. სინამდვილეში ყველაფერი არც ისე ცუდადაა, უბრალოდ დაიღალეთ გაუთავებელი საზრუნავით და ცხოვრებას დიდი ხანია სასიამოვნო სიურპრიზი არ გაუკეთებია. ცოტა მოთმინება და ყველაფერი გამოვა, საქმიანი კონტაქტები კმაყოფილებას მოგიტანთ. თუმცა, ეს არ შეიძლება ითქვას საყვარელ ადამიანებთან შეხვედრებზე, ისინი შეგაწუხებენ წვრილმანი თხოვნით და მუდმივი პრეტენზიებით. ხვალინდელი საღამო უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ.

ქალწული

შესაძლოა კარგად ანაზღაურებადი სამუშაოს შეთავაზება მიიღოთ. არ თქვათ უარი. წარმატებული დღეა ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების დასადებად. უბრალოდ, უფრთხილდით კოლეგების შურს, იყავით უფრო ფრთხილად თქვენს ქმედებებში და არ გადადოთ კონფლიქტის მოგვარება განუსაზღვრელი ვადით. თქვენი შეუპოვრობა და პროფესიონალიზმი წარმატებამდე მიგვიყვანთ, მაგრამ ნუ მიენდობით იღბალს, ყურადღება მიაქციეთ მხოლოდ რეალურ საქმეს. საღამოს ყოველმხრივ მოერიდეთ ოჯახურ ჩხუბს, გამოიჩინეთ თავშეკავება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში.

სასწორი

ჰორიზონტზე შესაძლოა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თანაგიგრძნობთ, ყველა თქვენს საზრუნავს გულთან მიიტანს და დაგეხმარებათ მათ მოგვარებაში. თქვენს ცხოვრებაში ნათელი ხაზი ჩნდება, იგრძნობთ ძალისა და ენერგიის მოზღვავებას. თუ სამსახურში გამოიჩენთ ინიციატივას, შეგიძლიათ მომგებიანი საქმიანი კონტაქტი დაამყაროთ. ახალი ნაცნობობა აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის დაკავებაში დაგეხმარებათ. დადეთ ფსონი მატერიალურ მოგებაზე, რადგან სხვაზე არ იყოთ დამოკიდებული. საღამოს თავისუფალი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, თქვენს ჯანმრთელობას და დასვენებას.

მორიელი

თქვენი დაუოკებელი ამბიციები მოითხოვს სოციალური სტატუსის ამაღლებას და სწორედ ახლაა გეგმების განსახორციელებლად შესაფერისი დრო. Შესაძლოა, ახალი პოზიცია შემოგთავაზონ, არ იჩქაროთ არჩევანის გაკეთება, დაფიქრდით, მოუსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს. ამ ეტაპზე ერთადერთი რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ, არის ზედმეტი გახსნილობა უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას.

მშვილდოსანი

წარმატებული დღეა იმ მშვილდოსნებისთვის, რომლებიც კულტურით ან ჟურნალისტიკით არიან დაკავებულნი. კარგი დროა რუტინული საკითხების მოსაგვარებლად და შემოქმედებისათვის. შესაძლებელია თქვენი პარტნიორი იყოს კაპრიზული, მაგრამ ნუ გაბრაზდებით, ყველაფერი მალე მოგვარდება. უმჯობესია საღამოს სპორტით დაკავდეთ, გქონდეთ მსუბუქი ფლირტი და ზედმეტი ფიქრები ამოიგდოთ თავიდან.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ხელშკრულებებისა და კონტრაქტების გასაფორმებლად. თქვენს მიღწევებს დააფასებენ კოლეგები, მეგობრები და ახლობლები. დღე განსაკუთრებით წარმატებულია მეწარმეებისა და გონებრივად მომუშავეებისათვის. შესაძლებელია თქვენმა მეორე ნახევარმა თავი მიტოვებულად იგრძნოს, შეეცადეთ თავიდან ააცილოთ ეს თქვენი მზრუნველობით და ყურედღების გამოვლენით.

მერწყული

კარგი დღეა ახლი საქმის და უცნობი სფეროს შესასწავლად. შეგიძლიათ დაესწროთ ნებისმიერ კურსს, რასაც ისწავლით, შესაძლოა ცხოვრებაში არ გამოგადგეთ, მაგრამ ეს გააფართოვებს თქვენი კონტაქტების წრეს. Ხელსაყრელი დღეა სამუშაო გუნდში ავტორიტეტის გასაძლიერებლად, თქვენ შეძლებთ დაამტკიცოთ, რომ ხართ არა მარტო სანდო თანამშრომელი, არამედ იდეების გენერატორი. კოლეგების მიმართ კეთილგანწყობა და ყურადღება ხელს შეუწყობს მიღწეული შედეგის განმტკიცებას.

თევზები

დღევანდელი მოქნედებები და გადაწყვეტილებელი დაკავშირებული იქნება ბიზნესის დაწყებასთან და განვითარებასთან. შესაძლოა, რომ სრულიად ახალი საქმიანი ურთიერთობები დაამყაროთ მეგობრებთან, მაგრამ ერთობლივი პროექტები ნაკლებად სავარაუდოა იყოს ისეთი წარმატებული, როგორიც თქვენ გსურთ. საღამოს ნუ დახარჯავთ ენერგიას გაჭიანურებული რომანის გასაგრძელებლად, იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და გადაწყვეტილების მიღება მიანდეთ პარტნიორს.

The post 31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი appeared first on InterPost.ge.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...