planeta.ge Posted January 31, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2022 „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. „არა მხოლოდ ფრაქციაში, პარტიის შიგნით გვქონდა ინტენსიური მსჯელობა, ყველა ჯგუფთან, რომელიც წლების განმავლობაში იბრძვის არსებული ვითარების შესაცვლელად. როგორც მოსალოდნელი იყო, იყო აზრთა სხვადასხვაობა, როგორი სტრატეგია უნდა წარგვედგინა ჩვენ დღეს, მაგრამ შაბათს შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. მან განმარტა, თუ რატომ მიიღო ფრაქციამ აღნიშნული გადაწყვეტილება. „პირველ რიგში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პარტია და ზოგადად, ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის საპყრობილეში, დატყვევებული […] REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts