Jump to content
Planeta.Ge

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტის რჩევა გათვალისწინებული უნდა იყოს – კარლ ჰარცელი


Recommended Posts

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პატიმრის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და მიმდინარე საქმეებზე სამართლებრივი პროცესის სათანადოდ წარმართვას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტების რჩევა იყოს გათვალისწინებული.

„როგორც ვიცით, თავიდანვე ევროკავშირის პოზიცია ჩამოვაყალიბე სამ ეტაპად. პირველი სააკაშვილის ჯანმრთელობა და კარგად ყოფნაა, მეორე მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, დაბოლოს, სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარე საქმეებზე. ამაზეა ჩვენი ფოკუსი და ყურადღებით ვაკვირდებით.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვიცი, რომ რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ექსპერტების ვიზიტი განხორციელდა სახალხო დამცველის ეგიდით, ხორციელდება სხვა ვიზიტებიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტურია, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტის რჩევა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

The post სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტის რჩევა გათვალისწინებული უნდა იყოს – კარლ ჰარცელი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...