planeta.ge Posted January 29, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2022 ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე პარტია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. "მე ვფიქრობ ქართული ოცნების მიერ შედგენილი ტექსტი უკრაინასთან დაკავშირებით, რომელიც მდინარაძემ გაგვაცნო, არის რუსეთთან ჩახუტების კიდევ ერთი მცდელობა ოცნების მიერ. სხვა რა ვუწოდო იმ ტექსტს, რომელშიც არსად არაა ნახსენები რუსეთის ოკუპაციაზე უკრაინაში . უკრაინა დღეს ომის ზღვარზე რომაა, განა ეს რუსეთის ბრალი არ არის? ამიტომ ახლა ყველამ უნდა დაგმოს რუსეთის და ბელორუსის ერთობლივი შემტევი პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ. და რას აკეთებს ამ დროს ოცნების ხელისუფლება? არაფერს გარდა იმისა, რომ პირი მოწმინდოს და მაგრად ჩაეხუტოს რუსეთს. ასეთი ხელისუფლება ჩვენ არ გვჭირდება. ჯობს თითონვე გადადგეს ის მთავრობა, რომელსაც მამუკა მდინარაძის იმედი ააქვს საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში", - წერს ბლოგერი. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts