planeta.ge Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი, 10-15მ/წმ-ში. ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება.meteo.gov.ge=ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უახლოესი 3 დღე აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ-ში, ტემპერატურა ღამით -4 -5 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +10 გრადუსამდე დათბება.რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რაიონებს, აქ ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა.დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, ტემპერატურა +6 გრადუსამდე იქნება. 29 იანვარი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 30-31 იანვარს კი ზოგან წვიმა, ზოგიერთ რაიონში კი თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ტემპერატურა -4 დან +10 შორის იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ ღამით ყინვა, დღისით კი თოვლია მოსალოდნელი.თბილისში 31 იანვრის ჩათვლით ნალექი მოსალოდნელი არაა. -4 გრადუსამდე ყინვაა 29 იანვრის ღამით. დანარჩენ დღეებში კი ტემპერატურა -3 დან +8 გრადუსამდე შუალედში იქნება.The post როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts