Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge- გადავლენ თუ არა სკოლები ონლაინსწავლების მოდელზე


Recommended Posts

კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა საქართველოში 15 762. ბუნებრივია, პირველი კითხვა რაც მშობლებს უჩნდებათ, გადავლენ თუ არა სკოლები ონლაინსწავლების რეჟიმზე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და სკოლებში დასწრებულ რეჟიმში სწავლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ცვლილება არ იგეგმება:

“სკოლებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურ მზაობას გამოხატავს და ბუნებრივია, ჩვენც ამ მზაობას ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმზე გდასვლის, ასევე ადგილზე სწავლების გაგრძელების. გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახერხეს ადაპტირება, რამდენიმე მათგანი სრულად ონალინ რეჟიმზე გადავიდა, ნაწილი ჰიბრიდულ მოდელზე რჩება. ამდენად, სკოლებიშერეული ფორმით გააგრძელებენ მუშაობას.” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით მაღალია. დღეს კი კიდევ ერთი ანტირეკორდი დაფიქსირდა და 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ფონზე, ბევრ მშობელს გაუჩნდა კითხვა, ხომ არ იგეგმება ბაღების სრული დახურვა. ამ შეკითხვით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს და ჯერჯერობით, პროცესთან დაკავშირებით ცვლილება არ აქვთ:

“საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგების შეფასების საფუძველზე, პერიოდულად, ინდივიდუალურად ხდება წერტილოვანი ან სრული დაკეტვა.” – გვითხრეს სააგენტოში.

ამასთან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მშობლებს აქტიურად მოუწოდებენ,რომ თუ მათ შვილს აქვს რაიმე სიმპტომი, აღენიშნება ტემპერატურა, გრიპისა და გაციების ნიშნები, არ გაუშვან სკოლასა და ბაღში და სახლში დატოვონ.

წყარო : Mshoblebi.ge

The post გადავლენ თუ არა სკოლები ონლაინსწავლების მოდელზე appeared first on InterPost.ge.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...