planeta.ge Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს.როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (0:2) ერთ-ერთ ეპიზოდში იტალიელი ნახევარმცველი გაცხარდა და ედერ მილიტაოს დაუპირისპირდა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარზე იმსჯელა და ბარელა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.“ინტერი” “ლივერპულს” “ჯუზეპე მეაცაზე” 16 თებერვალს მიიღებს, განმეორებითი მატჩი კი “ენფილდზე” 8 მარტს ჩატარდება.The post ბარელა “ლივერპულთან” ორივე მატჩს გამოტოვებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts