planeta.ge Posted January 29, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2022 (edited) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას მეუღლე, თინათინ თინიკაშვილი კომპანიის შპს „საბადური ვილაჯე“ დირექტორად 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა.კომპანიამ ორი თვით ადრე დაცული ტერიტორიის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ტერიტორიაზე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მართვაში 40 წლის ვადით მიიღო.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს და წერს, რომ ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ საბადურის ტყეში გადაცემულ 10 ჰექტარზე 4 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, თუმცა ნარმანიას ცოლის კომპანიას აღებული ვალდებულებების ამ დრომდე არ შეუსრულებია.გამოცემის ცნობით, „საბადური ვილაჯეს“ გადაცემულ ტერიტორიაზე ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის თავსებადი ინფრასტრუქტურის მოწყობა 2 წელში უნდა უზრუნველეყო. აღებული ვალდებულებების შესრულების ვადა 2021 წლის 28 ივნისს ამოეწურა. კომპანიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეკისრება პირგასამტეხლო. ვალდებულებები ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება. dailyinfo Edited January 29, 2022 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.