planeta.ge Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი სახელმწიფო მიწების დატაცების უფლებას არავის მისცემს. მისივე თქმით, სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოკვლევის შემდეგ დაიწყო. „სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, […] REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts