planeta.ge Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 კოვიდკლინიკების უმრავლესობაში მიმართვიანობა გაზრდილია. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ადგილები არის და იმედია, ისეთი სიტუაცია არ გვექნება, როგორც დელტა შტამის დროს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა. „აღნიშნულზე მიუთითებს ის მაჩვენებლები, რაც ბოლო დღეებში გვაქვს. ვიცით, რომ სამწუხაროდ, „ომიკრონს“ აქვს უფრო რეინფექციის გაზრდილი უნარი და ამის შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება, თუმცა ჩემი ინფორმაციით, რეინფექციის შემთხვევების უმრავლესობა მიმდინარეობს შედარებით უფრო მსუბუქად. კოვიდკლინიკების უმრავლესობაში მიმართვიანობა გაზრდილია. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ადგილები არის და იმედია, ისეთი სიტუაცია არ გვექნება, როგორც დელტა შტამის დროს, მაგრამ მომართვიანობა საავადმყოფოებში გაზრდილია“, – განაცხადა გოგინავამ. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts