planeta.ge Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ამბობს:“საზოგადოება გადაიღალა. ორი თემაა საზოგადოებაში: 1. რა გვეშველება და 2. რამ უნდა გვიშველოს? თუ რაღაცა არ ვიღონეთ და ვიარეთ ამ ჯადოსნურ წრეზე და ვტკეპნეთ ერთი და იგივე ადგილი…. ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ, ეს არის ჩემი დასკვნა სამი წლის თავზე, ჩემი საპრეზიდენტო მანდატის. ვთქვი, რომ წარმოვადგენ ამ საზოგადოების განცდას, ეს დაპირისპირება რომელიც გროვდება, უნდა გადავიდეს საქმიან ერთობაში. ეს არ იქნება რაღაც ჯადოსნური ერთიანობა, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება, ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიატივა, ჩემი ინიცირებულია, მაგრამ ეს იქნება საზოგადოებრივი პროცესი, ფორმაც იქნება საზოგადოების მიერ შექმნილი.რითი იწყება ეს პროცესი, იმითი რომ ჩვენ წარსულზე და წარსულის არც ერთ ფურცელზე არა ვართ შეთანხმებული. ეროვნული ისტორია არ გაგვაჩნია ამ 30 წლისა, უკან თუ გავიხედებით არაფერზე არა ვართ შეთანხმებული. ყველა ოჯახში არსებობს იმ ოჯახის ისტორია, იმ ოჯახის ახსნა-განმარტება, ეს იმას ნიშნავს რომ ვერ შევთანხმდებით ვერც დღევანდელზე და ვერც მომავალზე. ჩვენი დაპირისპირება გროვდება და ჩაბეტონებულია, თუ არ დავძლიეთ, შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს და ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, როგორიც ჩვენ გვინდა ყველას – დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო.”The post “რა გვეშველება და რამ უნდა გვიშველოს? ჩვენი ქვეყანა ვერ მიდის წინ, ეს არის ჩემი დასკვნა სამი წლის თავზე” – სალომე ზურაბიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts