planeta.ge Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ეროვნული შერიგების ინიციატივაზე საუბრობს და ამბობს:“ეს არის არის ჩემი პროცესი, არც ერთი პრეზიდენტის პროცესი, საზოგადოება არ ელოდება, რომ პრეზიდენტებმა რაღაცა გადაწყვიტონ. საზოგადოებამ უნდა დაიწყოს თავად გააზრება თავისი წარსულის, იმ ეპიზოდები, რომელზედაც გადაწყვეტს, რომ შეუძლია მონახოს ელემენტები შერიგების. ჩვენ ვართ მიჩვეული, რომ ინიციატივები და პროცესები მხოლოდ ზემოდანაა მართული. საზოგადოებამ დაკარგა თავისი ხმის მიცემის უფლება. მეტიც, ხმას რომ აძლევს არჩევნებში, ითვლება, რომ მისი მანდატი არ არსებობს და მანდატის მიუხედავად არ შეხვიდე საკრებულოში, ან მერე თქვა, რომ 43 პროცენტი დამჭირდება…ვინც მიიღო საზოგადების ხმა, იმან უნდა ამას მიჰყვეს, დავუბრუნოთ საზოგადოებას საუბრის სივრცე, რომელიც არსად აღარ არსებობს, დავუბრუნოთ, მივცეთ მას და თვითონ გამონახოს, სად არის ის წერტილები, სადაც შეუძლია შეთანხმდეს, მოისმინოს, რაც ასევე დავივიწყეთ და მივიდეთ რაღაც შეთანხმებაზე.საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, თავისი ხმა და ძალა გამოაჩინოს, რომელიც დაკარგა, პრინციპები, რეკომენდაციები, მოთხოვნები უნდა დააყენოს და შემდეგ ეს გადადის უკვე პოლიტიკურ პროცესში, ვინც არ შეასრულებს პოლიტიკური პარტიები, მთვარობა კანონდებელი ორგანოები, საზოგადოება თავის აზრს გამოიტანს და თუ საზოგადოება თავის სათქმელს იტყვის, მოდით მერე და ნუ შეხვალთ პარლამენტში, რომ შეასრულოთ მისი მოთხოვნები. არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ ისეთი შეკრული პროცესია, უკვე ვიცი სად დამთავრდება, ვხედავ მსვლელობას, იქნება ბევრი შეფერხება, კითხვები, შედეგი უკვე არის… ერთი დავდეთ შედეგი – როცა შევხვდი ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაგალითი იქნა საზოგადოებისთვის, რომ ყველასთან შეიძლება საუბარი.…სანამ საზოგადოება არ იტყვის გარკვეულად, შეიძლება ვერ გაიგონ, ვერ მოისმინონ.”The post “საზოგადოებამ თავისი ხმა და ძალა გამოაჩინოს, მოთხოვნები დააყენოს, თვითონ გამონახოს, სად არის ის წერტილები, მოისმინოს…” – რას ელის პრეზიდენტი ხალხისგან appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts