Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტის შეხვედრა მედიასთან


Recommended Posts

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ეროვნული შერიგების ინიციატივაზე საუბრობს და ამბობს:

“რაზე შეიძლება შეთანხმება ამ საუბრების დროს? – მაგალითები უფრო საინტერესო იქნება, ალბათ. წარსულზე და ალბათ, რაც უფრო ადრინდელი წარსულია, უფრო ადვილია, ნაკლებად მწვავეა დღევანდელი დღისთვის. არ უნდა გამოვრიცხოთ არც ერთი პერიოდი – ვართ იმისთვის მზად დღეს, რომ ერთად, საზოგადოებაზე ვლაპარაკობთ, რომ გადატრიალება მიუღებელია სახელმწიფოსთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია რომ იყოს დემოკრატიული სახელმწიფო და სახელმწიფოს პასუხიმგებლობაა, რომ ვერ დაიცვას თავისი პრეზიდენტი გადატრიალებისგან. ეს არის ერთი შეთანხმების წერტილი.

არ მაქვს ილუზია, რომ საზოგადოება უცებ შეთანხმდება ზვიადის (გამსახურდია) შეფასებაზე, ალბათ, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ ის იყო გმირი და ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან, რომ მას აქვს ჩადენილი ბევრი შეცდომები – ამას ისტორიკოსები განიხილავენ, მაგრამ ჩვენ არ შევიკავოთ თავი, ჩვენ სადაც არის ვიწრო ელემენტები, იმაზე შევთანხმდეთ. როდის მეორდება, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ განმეორდეს.

კიდევ ერთი მაგალითი, თქვათ, შევარდნაძის პერიოდში, ზვიადის მომხრეების დარბევები… მერეც მოყვა ისტორიაში, მოხდა დარბევები უდანაშაულო ადამიანების. მედიის დარაბევა, ზეწოლა. მედიაში სპეცრაზმებით შეჭრა, ეს ყველაფერი აღარ გვინდა? თუ ვთანხმდებით, ყველაფეირ უნდა გავიაროთ.

რაც გამოიკვეთება, ნათლად გამოიკვეთება – შეიძლება თქვან, ამაზე ვერ ვთანხმდებით, ესეც არის ნაწილი მრავალფეროვნების, უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ქვეყანა ქვეყანა არ არის, თუ მას არა აქვს თავის წარსულზე ხედვა.

არაფერზე ვერ ვთანხმდებით, დაწყებული იქედან ერეკლეს უნდა მოეწერა ხელი, თუ არ მოეწერა ხელი…

მაგალითად, ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ არ შეიძლება რეპრესია გადავიდეს კოლექტიურად მოქალაეებზე და რეგიონზე, ლაპარაკი მაქვს სამეგრელოში რეპრესიებზე – მოვიდა დრო, როცა ამაზე შეგვიძლია საუბარი. ეს ჩემი პირადი აზრია და მინდა ასეთი საუბრები მოვისმინო საზგადოებიდან. არ დავიწყოთ, ვისიბრალი იყო და ვიღაცეები არ მოიქცენ ასე თუ ისე. უნდა შევთანხმდეთ, ზოგადად, რომ ასეთი ქმედებები მუღებელია.

არსებობს მექანიზმები, რომლებიც იწყება საბჭოთა პერიოდში და ჩვენდაუნებურად გამოყენებულია, ცდუნება არსებობს. მაგალითად მტრის ხატი, რომ ნებისმიერი ადამაიანი, ვინც არ გეთანხმება უცებ ხდება რუსეთის აგენტი… ეს მეც შემეხო. ეს იწყება მაშინ და გრძელდება დღემდე. მტრის ხატია გამოყენებული, იმის მაგივრად, რომ შევეგუოთ, ეს არის განსხვავებული აზრი. თუ არაა ეს შესაძლებლობა, მაშინ საზოგადოება როგორც საზოგადოება არ არსებობს

თუ ყველაფერზე არ შევთანხმდებით, მაშინ არაფერზე ვთანხმდებით, ეს არის მოლაპარკებების პრინციპი. ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული და უნდა მოვნახოთ იმის ძალა, რომ გამოვჯანმრთელდეთ.”

The post ზურაბიშვილი, პირველ რიგში, გამსახურდიას და შევარდნაძის მომხრეების შერიგებას გეგმავს? – “უფრო ადვილია, ნაკლებად მწვავეა” appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება პოლარიზაციის საფუძველი და არა დეპოლარიზაციის. მისი თქმით, ის ყოველთვის ასრულებს საკუთარ სიტყვას – საუბარია განცხადებაზე, “არა და არასდროს”. “ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის, ამაში ვინმე თუ გადამარწმუნებს … მაგრამ არ მგონია. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა […]

Source

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, რუსეთი მის წინააღმდეგ არ მიმართავს აგრესიულ ქმედებას. როგორც მედიასთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, აგრესიულ ქმედებებს შედეგი არასდროს მოაქვს. სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ პროცესები დიალოგის რეჟიმში გადავა. „მინდა, გამოვაცხადო სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმედი მაქვს, რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა. […]

Source

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინდა, ბატონ ლავროვს გავახსენო, თავის დროზე როცა გვქონდა მოლაპარაკებები, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ ყველა ქვეყანას აქვს სრული თავისუფლება, სუვერენობიდან გამომდინარე აირჩიოს მოკავშირეები და თავისი ალიანსები, მსურს, რომ ეს დღეს რაღაცნაირად გავუხსენო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. „უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ჩემი პოზიცია არის […]

Source

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„მინდა გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული შეთანხმების საკითხზე მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროცესები დიალოგის ფორმატში გადავა. პრეზიდენტმა უკრაინას სოლიდარობაც გამოუცხადა.

„დღევანდელობიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია არ ვთქვა უკრაინის მდგომარეობაზე ორი სიტყვა. გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა. მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო სხვაა. მეოცე საუკუნის ქმედებები ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

The post პრეზიდენტი: გამოვთქვამ იმედს, რუსეთი არ გამოიყენებს იმ აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„ჩვენ წარსულზე და წარსულის არცერთ ფურცელზე არა ვართ შეთანხმებული. ჩვენ სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია თუნდაც ბოლო 30 წლის არ გაგვაჩნია“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის საკითხზე მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებამ ისტორიის გარკვეულ ფურცლებზე კონკრეტულ შეთანხმებას მიაღწიონ.

„პროცესი იწყება იმით, რომ ჩვენ წარსულზე და წარსულის არცერთ ფურცელზე არა ვართ შეთანხმებული. ჩვენ სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია თუნდაც ბოლო 30 წლის არ გაგვაჩნია. ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს რეალურად უკან თუ გავიხედებით არაფერზე არ ვართ შეთანხმებული. ეს ნიშნავს რას, რომ ყოველივე ოჯახში არსებობს იმ ოჯახის ისტორია ამ ფურცლების, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით დღევანდელ და მომავალ დღეზე. ჩვენი დაპირისპირება გროვდება სხვადასხვა შრეებად და ჩაბეტონებულია. ჩვენ თუ ეს არ დავძლიეთ შეიძლება უფრო გაღრმავდეს ეს დაპირისპირება. ჩვენ ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა – დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო, ამიტომ ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც ვალდებულია ერთიანობაზე, რომ რაღაცებზე შევთანხმდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

The post ზურაბიშვილი: სახელმწიფო თუ ეროვნული ისტორია, თუნდაც ბოლო 30 წლის, არ გაგვაჩნია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„ჩვენ ვართ მიჩვეული იმას, რომ ამ ქვეყანაში ინიციატივები და პროცესები არის ზემოდან, ვერტიკალიდან მართული“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული შეთანხმების საკითხზე მედიის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა შექმნას სივრცე, სადაც საზოგადოებას საკუთარი ხმის დაფიქსირების საშუალება ექნება.

„ჩვენ ვართ მიჩვეული იმას, რომ ამ ქვეყანაში, და დიდი ხანია ეს გრძელდება, ინიციატივები და პროცესები არის ზემოდან მართული, ვერტიკალიდან მართული და საზოგადოებამ რეალურად დაკარგა თავისი ხმის თქმის უფლება. თუნდაც როცა ხმას აძლევს არჩევნებზე იქ ითვლება, რომ მისი მანდატი არც არსებობს და მანდატის მიუხედავად არ შეხვიდე საკრებულოში, რაც სრულიად გაუგებარია. ვინც მიიღო საზოგადოების ხმა, ამ ხმას უნდა მიყვეს. დროულია, რომ დავუბრუნდეთ საზოგადოება და მათ მივცეთ საშუალება რომ საუბრის სივრცე დაიბრუნონ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

The post პრეზიდენტი: ამ ქვეყანაში ინიციატივები და პროცესები არის ზემოდან მართული appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას ჰქონდა სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ეროვნული შეთანხმების პროცესის შესახებ აეხსნა.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით დაურეკა ივანიშვილს, თუმცა მან უპასუხა, რომ პოლიტიკაში აღარაა და შესაბამისად, საუბარი არ შედგა.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს თავისუფლად გიპასუხებთ, რომ არ მქონია მე მასთან არანაირი ურთიერთობა ბოლო წელიწად-ნახევარი გახდა თითქმის. იმასაც გეტყვით, რომ მქონდა სურვილი მისთვისაც ამეხსნა ეროვნული შეთანხმების პროცესი. შევთავაზე, მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო და ჩვენი საუბარი არ შედგა“, – ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტმა კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელი, ამბობს, რომ დამოკიდებულია მხოლოდ საზოგადოებაზე.

მე ვთვლი, რომ ამ პროცესში ვარ სრულიად დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებული საზოგადოებაზე და ის გადაწყვეტს ეს პროცესი რამდენად წავა წინ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

dailyinfo

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, გადახედავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას – „არა და არასდროს“.

პრეზიდენტის თქმით, მესამე პრეზიდენტის შეწყალება ზეპოლარიზებას შეუწყობს ხელს, რის გამოც, აღნიშნულ საკითხს არ გადახედავს.

„მე ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ნაბიჯი დღეს იქნება ზეპოლარიზაციის საგანი და საბაბი და არა დეპოლარიზაციის. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი და მე არაფერს არ გავაკეთებ, რაც პოლარიზაციისკენ კიდევ დამატებით წაიყვანს ამ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

dailyinfo

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...