Jump to content
Planeta.Ge

“რაღაცა კრიტიკა; ვეტო არის ფსევო; საბჭოთა მენტალობა; გადავხედოთ ამერიკას…” – რას პასუხობს პრეზიდენტი მერაბ მეტრეველს


Recommended Posts

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ყველაზე მოკლედ და შეიძლება ითქვას, ყველაზე უცნაურადაც, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის კითხვებს პასუხობს.

მერაბ მეტრეველი:

-თქვით, პოლიტიკური ელიტები ვერ შეთანხმდებიანო, საუბრობთ საზოგადოებაზე, მაგრამ საზოგადოება ფართო მცნებაა და ვინ უნდა შეთანხმდეს მაშინ ერთმანეთში, თუ პოლიტიკური ელიტები ვერ შეთანხმდებიან, რადგან სწორედ ისინი ქმნიან პოლიტიკურ დაძაბულობას. ასევე, გამსახურდიას ეპოქაზე, ვთანხმდებით, რომ გადატრიალება ცუდია, მაგრამ დავა მიდის იმაზე, ეს გადატრიალება ვისი ბრალი იყო. მახსოვს ზვიად გამსახურდიას მომხრეებს თქვენ მიმართაც აქვთ პრეტენზია და დღემდე ახსენებენ, რომ სალომე ზურაბიშვილიც იყო გამსახურდიას წინააღმდეგ და მიაჩნიათ, რომ ამით თქვენც შეუწყვეთ ხელი ამ პროცესს. ბოლოს მინდა მოკლედ ვთქვა, თქვენ თქვით რა უნდა გაკეთდეს, ჯადოსნური ჯოხი არ არისო, მე გეტყვით, რა არის ჯადოსნური ჯოხი თანხმობის პროცესში – ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო, ამას ვამბობ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სასამართლო არის იმისთვის, რომ უთანხმობა მოგვარდეს, ეს არის მისი დანიშნულება, როცა არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, მაშინ არ მიდის საქმე გადატრიალებამდე, იმიტომ რომ ასეთ ქვეყანაში არ არსებობს ავტორიტარიზმი, ვერ არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ა.შ. დღევანდელი პროცესი ავიღოთ, მთავარი განხეთქილება არის არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, თუ უსამართლოდ. რომ იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, ეს განხეთქილებაც არ იქნებოდა, გაასაჩივრებნენ სასამართლოში და თუ არსებობს სასამართლო, რომლის მიმართ ნდობაა, ის იტყვის სათქმელს და დამთავრდება…

სალომე ზურაბიშვილი:

-არ მთავრდება, გადავხედოთ ამერიკის სიტუაციას, ხომ აქვთ დამოუკიდებელი სასამართლო, მაინც ვერ თანხმდებიან, რესპუბლიკელების 75 პროცენტი თვლის რომ არჩევნები იყო გაყალბებული.

მერაბ მეტრეველი:

-ხო, მაგრამ გადაწყვეტილება ხომ მიიღო? დამოუკიდებელი სასამართლო ბევრ რამეს შეცვლიდა – მაგალითად გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? თქვენ გქონდათ მნიშვნელოვანი როლი, როცა წარადგინეთ იუსტიციის საბჭოში წარმომადგენელი და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ისიც კლანის წევრი ყოფილა, თქვენი წარდგენით გააძლიერეთ კლანი. ბოლო ცვლილებებს თუ ავიღებთ, ხელისუფლებამ კიდევ უფრო გადადგა ნაბიჯი სასამართლოს შესუსტებისკენ და ამ ცვლილებებს ვეტო არ დაადეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ როცა ვსაუბრობთ რა გაკეთდა, ასეთი პრაქტიკული ნაბიჯები, თქვენ ხელში რაც იყო ბერკეტი, რომ გამოგეყენებინათ რაციონალურად წინ ვიქნებოდით წასული.

სალომე ზურაბიშვილი:

-არამგონია წინ წავიდოთ, ეს ბერკეტი როგორი ბერკეტია, თქვენც კარგად იცით, ჩემი სიტყვა და პოზიცია ნათლად იქნა გამოხატული, ვეტო ამაში არაფერს ცვლის. ეს არის ფსევდო… დამოუკიდებელი ადამიანი ავირჩიე, უაპელაციაო რაღაცა… ეს არის სწორედ, მე რასაც ვეძახი – არა საუბარი. თუ გვინდა დავიწყოთ საუბარი, მოსმენით, კითხვებით, პასუხების მოსმენით უნდა დავიწყოთ და არა უაპელაციად რაღაცა კრიტიკით, რაც არაფერთან არ მიდის… ყველას აქვს თავისი პოზიცია, იწყება და მთვარდება. რა წინააღმდეგობებია ამ პროცესში, რა შეუშლის ხელს – შეუშლის ხელს უნდობლობა და სკეპტიციზმი. მეორეს მხრივ – პოლიტიკური პოზიციონერება. მექნება გასავლელი ძალიან ვიწრო ხიდზე. ვინ როგორ გაიგებს, გამაკრიტიკებს, მიჩვეული ვარ და პრობლემა არ გამაჩნია. ჩემი თავის წინაშე მექნება დიდი მოთხოვნა.

მერაბ მეტრეველი:

-ჩემი პირველი კითხვა იყო კონკრეტულად ვინ უნდა შეთანხმდეს, თუ პოლიტიკური ელიტება არა, საზოგადოება ფართო მცნებაა…

სალომე ზურაბიშვილი:

-თუ არ ცნობთ საზოგადოებას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ასევე… ნუ მიიღებთ პირად კრიტიკად, ეს არის საბჭოთა მენტალობის ნარჩენები, არაღიარება საზოგადოების ცალკე ძალად, რომელსაც შეუძლია თავისი სიტყვა თქვას. სამწუხაროდ ვცხოვრობთ ამ რეალობაში, სადაც შეიძლება საზოგადოების მანდატებიც არაფრად ჩათვალონ პარტიებმა. ეს არის პოსტ. საბჭოთა სივრცის უნიკალურობა.

The post “რაღაცა კრიტიკა; ვეტო არის ფსევო; საბჭოთა მენტალობა; გადავხედოთ ამერიკას…” – რას პასუხობს პრეზიდენტი მერაბ მეტრეველს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...