planeta.ge Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 ორხევის დასახლებაში მცხოვრები 6 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მათ სახლები დაუნგრიეს. მერიის სამსახური ამტკიცებს,რომ შენობებში არავინ ცხოვრობდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ ისინი წლების განმავლობაში ამ სახლებში ცხოვრობდნენ და მერიისგან წინასაარჩევნოდ მიწის ნაკვეთის დაკანონების დაპირებაც მიიღეს. დაზარალებულების განცხადებით მათ არანაირი ქონება არ აქვთ და არ იციან, ღამეს სად გაათევენ. ისინი ამ კითხვაზე პასუხს ადგილობრივი გამგეობისგან ელოდებიან, თუმცა პასუხს არავინ სცემთ. სახლის მეპატრონე, რომელიც საცხოვრებლის დანგრევას ეწინააღმდეგებოდა, პოლიციის ძალის გაიყვანეს ტერიტორიიდან. საცხოვრებლის ნგრევის მოლოდინში არიან აფრიკის დასახლებაში მცხოვრები სოციალურად დაუცველებიც. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts