planeta.ge Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 Nieuwsblad-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებდა და წერდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიას ტოვებდა, კარიერას კი გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის ჰამბურგში გააგრძელებდა. გამოცემა წერდა, რომ ქართველი ფეხბურთელისა და გერმანული კლუბის ურთიერთობა იჯარას მოიცავდა და აღნიშნული გუნდის რიგებში სეზონის ბოლომდე დარჩებოდა. Nieuwsblad-ის სტატიაში ვკითხულობდით, რომ თავდაპირველად, ჩაკვეტაძე გენტის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, თუმცა გამუდმებული ტრავმების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხასიათი ვერ გამოავლინა და გუნდის მთავარი მწვრთნელის მხრიდან ნდობა დაკარგა. მოგვიანებით, ინფორმაცია ჰამბურგმა თავადაც დაადასტურა და დაწერა, რომ ჩაკვეტაძე იჯარის წესით ახალი გუნდის რიგებში 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატის 8 მატჩში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, კონფერენს ლიგის 3 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, ხოლო ბელგიის თასზე თანაგუნდელებს გოლითა და 2 საგოლე პასით დაეხმარა. ჰამბურგი ამჟამად მეორე ბუნდესლიგაშია და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. გუნდი ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის და სამეულამდე მხოლოდ 1 ქულა აშორებს - ჰამბურგი ლიდერ დარმშტადს 5 ქულით ჩამორჩება. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts