planeta.ge Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 პარტია “საქართველოსთვის“ თბილისის მერიას ახალი ინიციატივით მიმართავს, ვინც ავტობუსებით დღეში მხოლოდ ორჯერ გადაადგილდება შემოიღოს დამატებითი პაკეტი – მაქსიმუმ 30, ხოლო უკეთეს შემთხვევაში 25-ლარიანი, რაც მოსახლეობის გარკვეულ ფენას ყოველთვიურ დანახარჯს გაუიაფებს. – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაზრდილი ტარიფები ძალაში 1-ელი თებერვლიდან შედის, რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.“ბატონმა კალაძემ ვერ გაბედა საკრებულოში მოსვლა და კვლავ მისთვის კომფორტული ცალმხრივი კომუნიკაციით შემოიფარგლა, „ოცნების“ უმრავლესობამ კი ერთპიროვნულად დააკანონა გაზრდილი ტარიფები, რაც 1-ელი თებერვლიდან შედის ძალაში. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისის მერს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის მაინც, ვინც მხოლოდ ავტობუსებით გადაადგილდება დღეში მხოლოდ 2-ჯერ და რომელთა ყოველთვიური დანახარჯი ტრანსპორტზე ძველი ტარიფებით არ აღემატებოდა 30 ლარს, შემოიღოს დამატებითი პაკეტი მხოლოდ ავტობუსით მგზავრობისთვის – მაქსიმუმ 30, ხოლო უკეთეს შემთხვევაში 25-ლარიანი პაკეტი, რაც მოსახლეობის ამ ფენას გაძვირების ნაცვლად პირიქით, ოდნავ მაინც გაუიაფებს ყოველთვიურ დანახარჯს და ტოტალური ინფლაციის ფონზე შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს,” – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი შარაშიძემ დღეს, კიდევ ერთხელ მოუწოდა თბილისის მერს, რომ გასცეს მათ საჯარო პასუხი, ემხრობა თუ არა თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას.“კალაძეს ასევე შევახსენებთ, რომ არ მიგვიღია პასუხი ჩვენს ინიციატივაზე, თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის შესახებ! მივმართავთ მას, საჯაროდ დააფიქსიროს პოზიცია, ემხრობა თუ არა თბილისის მერი ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის მმართველობის დანერგვას თბილისის მერიაში და კონკრეტულად ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციული რისკებისგან დაზღვევის ქმედითი ინსტრუმენტის შექმნას,”- განაცხადა შარაშიძემ.The post გიორგი შარაშიძე:”ბატონმა კალაძემ ვერ გაბედა საკრებულოში მოსვლა და…” appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts