Jump to content
Planeta.Ge

თემურ კილაძე:”გაყიდიან სიმწრით ნაყიდ ბინებს თბილისში თუ ბათუმში და მეფე ლირივით გამოგყრიან სიბერეში ქუჩაში”


Recommended Posts

ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი, პროფესორი და მწერალი, თემურ კილაძე, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, მალე ახალ რომანს იტალიურ ენაზე შემოგვთავაზებს. რომანს “ოქროს საწმისი”, ერთ-ერთი უდიდესი იტალიური გამომცემლობა “albatros“ გამოსცემს. წიგნის გამოცემისთანავე, “ოქროს საწმისი“, მთელი იტალიის ფარგლებში, წიგნების მაღაზიაში “Messaggerie Libri SpA“ განაწილდება.

ნახეთ, რა რჩევას აძლევს ემიგრანტებს.

„მე ვარ სამყაროს ცენტრი, ჩემს ირგვლივ ბრუნავს დედამიწა!!!

ამ ბოლო დროს ზოგჯერ მეღვიძება ღამით და ვათვალიერებ ჩემთვის უცნობი ემიგრანტების სურათებს, ვეცნობი მათ ოცნებებს, სურვილებს, იქნებ ოდესმე წიგნიც დავწერო, თუმცა წიგნის დაწერას თქვენ გირჩევთ, ერთი წიგნის დაწერა ყველას შეუძლია. ლეონარდ ფრანკის დედამ, რომელიც მთელი ცხოვრება ლოთ ქმარს და ღორებს უვლიდა დაწერა წიგნი თავის ცხოვრებაზე, რომელიც ბესტსელერი გახდა.

მიუხედავად იმისა რომ მთელი ცხოვრება ემიგრაციაში ვარ, არასდროს მქონია შეხება ემიგრანტებთან, სულ ვთვლიდი რომ იტალიაში, იტალიელთან უნდა იმეგობრო, ამერიკაში ამერიკელთან, რუსეთში რუსთან, უნდა შეგეძლოს ინტეგრირება იმ სამყაროში სადაც ხარ. ზუსტად რომ ამერიკაში ინტეგრირებულმა იტალიელებმა შეიტანეს ლომის წვლილი იტალიის განვითარებაში, ზუსტად რომ ამერიკაში ინტეგრირებული ირლანდიელები არჩენენ დღემდე ღარიბ და ღატაკ ირლანდიას და ზუსტად რომ მილიონობით გერმანიაში ინტეგრირებულმა თურქმა, მოახდინა უზარმაზარი გავლენა იმაზე რომ, ჩვენი წარმოდგენით ოდესღაც „ბეჩი“ თურქები, ბეჩი კი არა წარმატებულზე წარმატებული ერია.

ყველა წერთ რომ სამშობლო ჩემთვის ყველაფერიაო და ვინ იქნებით თქვენ იმ სამშობლოში როცა არ უნდა დაბრუნდეთ? არავინ!! რაც უფრო გვიან დაბრუნდებით მით უფრო არავინ!!

ასე რომ თქვენ უნდა იყოთ წარმატებულები და ძლიერები, იქ სადაც დღეს ხართ, იქ უნდა შექმნათ თქვენი სამყარო, ჩამოიყვანოთ შვილები და მისცეთ განათლება, აქ იყიდოთ ბინა და არა ბათუმ-თბილისში. რას უზამთ თქვენს კაცებს, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ შვილების გადარჩენა, მგონი მხოლოდ ასე შეიძლება! ყველა დანარჩენ შემთხვევაში თქვენი შთამომავლები გააცალმტვერებენ ყველაფერს თქვენს შექმნილს, გაყიდიან სიმწრით ნაყიდ ბინებს თბილისში თუ ბათუმში და მეფე ლირივით გამოგყრიან სიბერეში ქუჩაში და არც კი გაიფიქროთ მე და მეფე ლირის ბედიოოო!!! ალბათ ნაპოლეონიც მასე ფიქრობდა-მე და ჟოზეფინას ღალატიო!

იცით თვითმფრინავში არის კანონად და როცა მივაქციე ყურადღება, ჩემთვის ყველაზე დიდ აღმოჩენად იქცა. თუ თვითმფრინავში „რაზგერმეტიზაცია“ დაიწყო, პირველმა ნიღაბი შენ უნდა დაიბნიო და არა შენს საყვარელ არსებას გვერდით და იცით რატომ?! მერე იქნებ თქვენ ვეღარ მოასწროთ და ის აუცილებლად დაიღუპება უთქვენოდ.

ასე რომ თქვენ უნდა იყოთ სამყაროს ცენტრი, თქვენს ირგვლივ უნდა ბრუნავდეს დედამიწა.“

The post თემურ კილაძე:”გაყიდიან სიმწრით ნაყიდ ბინებს თბილისში თუ ბათუმში და მეფე ლირივით გამოგყრიან სიბერეში ქუჩაში” appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...