planeta.ge Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 „ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის ნაწილში ხელისუფლებამ ნელთბილი განცხადებები გააკეთა.მისი თქმით, უკიდურესად სამარცხვინოა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად მსგავს გზასა და ნაბიჯებს ირჩევს.„მე მივესალმები მოქალაქეების ჩართულობას ამ საკითხში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების ხმა პეტიციის სახით იქნება ეს თუ რაიმე სხვა სახით, ასევე იყოს გაჟღერებული. ამავე დროს, რეალობა არის ის, რომ სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავს თანამედროვე საერთაშორისო სამართალსა და ურთიერთობებში ინსტიტუციების მიერ დაფიქსირებული პოზიცია. ჩვენ უკიდურესად სამარცხვინოდ მიგვაჩნია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ამ საკითხზე ძალიან ნელთბილი ნაბიჯები და განცხადებები გაკეთდა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.The post ნაცვლიშვილის თქმით, უკრაინის მხარდაჭერის მხრივ ხელისუფლებამ ნელთბილი პოზიცია გამოხატა appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts