Jump to content
Planeta.Ge

Dailyinfo „ცალხელა კაცს თავისი ხელით აშენებულ შენობას უნგრევენ“ – ორხევის დასახლების მკვიდრი


Recommended Posts

„როდესაც სახლი არ აქვს და ცალხელა კაცს, თავისი ხელით აშენებულ შენობას უნგრევენ, ეს არის ერის გენოციდი“, – ამის შესახებ ორხევის დასახლებაში უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟთან დაკავშირებით ადგილობრივმა განაცხადა.

როგორც მან თქვა, იმ პირობებში, როდესაც იანვარია და ცივა, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების გარეშე დატოვება არ შეიძლება.

„ჩვენ არ გვყავს რეალურად მთავრობა, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია. არ შეიძლება ამნაირ პირობებში ადამიანებს ასე ექცეოდე. იმ დროს, როდესაც საცხოვრებელი არ აქვს და ცალხელა კაცს, თავისი ხელით აშენებულ შენობას უნგრევენ, ეს არის ერის გენოციდი. იანვარია, გარეთ აგდებენ ამ ყინვაში ხალხს. როგორ გძინავთ სახლში? რა გაძლევთ ამის საშუალებას, რომ კომფორტის ზონიდან გვიყუროთ, როგორც ბარბაროსულად გვექცევა ჩვენ მიერ დაქირავებული პოლიცია“, – განაცხადა ადგილობრივმა.

ცნობისთვის, დღეს დილიდან თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ორხევის დასახლებაში უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს ახორციელებს. ამ ეტაპისთვის 7 სახლი უკვე დაანგრიეს. პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.

The post „ცალხელა კაცს თავისი ხელით აშენებულ შენობას უნგრევენ“ – ორხევის დასახლების მკვიდრი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია.

 

dailyinfo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...