planeta.ge Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე მიიჩნევს, რომ გართულებული ეპიდვითარების მიუხედავად, სკოლების დახურვას აზრი არ აქვს.მანვე ისაუბრა ბავშვებში კორონავირუსის მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ „ჯანმრთელ ბავშვებში ის მსუბუქად მიმდინარეობს და ოჯახის პირობებში შეიძლება მართვა“.„17 000-ზე მეტი შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ ბევრად უფრო მეტია დადასტურებულია. იმიტომ, რომ როდესაც ოჯახში ერთს დაუფიქსირდება, როგორც წესი, სხვები ტესტებს არ იკეთებენ. აზრი არ აქვს სკოლების დახურვას, იმიტომ, რომ უკვე ისეთი გავრცელებაა, რომ სკოლების დაკეტვა ამ ბავშვების კიდევ ერთხელ პროცესიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ჯანმრთელ ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს, ოჯახის პირობებში შეიძლება ამის მართვა“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 30 პაციენტი კი გარდაიცვალა.The post „აზრი არ აქვს სკოლების დახურვას“ – ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts