planeta.ge Posted January 28, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2022 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.„ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო და მკაფიო მოლაპარაკებებს ჩვენს გერმანელ მოკავშირეებთან. მინდა, დღეს გითხრათ, რომ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ წინ არ წაიწევს“, – განაცხადა ნულანდმა.ნულანდს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხი შეიცავდა თუ არა, ნატო-ს პასუხის მსგავსად, მოწოდებას საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ძალების გაყვანის შესახებ.„მე არ ჩავუღრმავდები ჩვენი დოკუმენტისა ან ნატო-ს დოკუმენტის ზუსტ ენას, საკმარისია იმის თქმაც, რომ ჩვენს დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი შეშფოთებები რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის მის მიერ მეზობლების მიმართ სუვერენიტეტის დარღვევების გამო“, – დასძინა ვიქტორია ნულანდმა.The post ვიქტორია ნულანდი: „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts