planeta.ge Posted January 27, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2022 ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "განა რას ითხოვს ჩვენგან? მხოლოდ სიყვარულს ... მას არ ჭირდება ჩვენი პატივისცემა, ოქრო, ვერცხლი... მას მხოლოდ ჩვენი სიყვარული ჭირდება. ჩვენ კი სიყვარულს ვამადლით... ვთხოვთ, ვითხოვთ, ვეხვეწებით, ვეჩხუბებით... მაგრამ უკან რას ვუბრუნებთ?! ჩვენ ისიც კი არ შეგვიძლია, მისთვის მოსაწონი, თუნდაც ერთი დღე ვიყოთ. ვერ ვაღირსეთ, რომ ერთი რჩევა მაინც გავითვალისწინოთ და ერთხელ მაინც არ ვაწყენინოთ. მუდმივ ეჭვებში და ურწმუნოებაში ჩავარდნილნი, მის გამოწვდილ ხელსაც მუშტრის თვალით ვუყურებთ. დაუფიქრებლად გავცვლით მატერიალურზე, ამპარტავნებაზე, ერთი დღის სიამეზე თუნდაც. უკან? უკან სიყვარულსაც ვერ ვუბრუნებთ. გაგვახსენდება, დავემხობით მუხლებზე, ო მამა მაპატიე ... ცრემლიც კი ჩამოგვიგორდება. ფეხზე ავდგებით და ისევ მის გარეშე, უსიყვარულოდ ვაგრძელებთ ცხოვრებას. ამ ბოლო დროს საერთოდ უარი ვთქვით არამარტო სიყვარულზე, ერთმანეთზე, ადამიანობაზე. ის კი კოსმიური მოთმინებით ელოდება ... სიყვარულს ... მიყვარხარ უფალო! მაპატიე უსიყვარულობა დროდადრო ... მე ვიცი, შენ ხედავ როგორ მიყვარხარ. მე ვიცი, შენ არასდროს გამიშვებ ხელს ...", - წერს ხატია სიჭინავა. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts