Jump to content
Planeta.Ge

tia შშმ პირის მიმართ ძალადობაში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორები თანამდებობებიდან გაათავისუფლეს


Recommended Posts

1643298798_1643094639_ca61ea2335757552b244a55df6425fb2.jpg

შშმ პირზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თანამდებობებიდანაც გათავისუფლდნენ. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

 

"2022 წლის 27 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და მეტროსადგურ ,,ისანში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანზე არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორებს აღკვეთის ღონისძიების

სახით - შეეფარდათ პატიმრობა.

 

ნ.ბ.-ს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ე.ი. პირის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.

 

კ.ბ.-ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. ბრალდებულების მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა განადგურების/მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველსაყოფად პატრულ-ინსპექტორების მიმართ გამოიყენა პატიმრობა.

 

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2022 წლის 15 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.

 

ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა პატრულ-ინსპექტორების ნ.ბ.-ს და კ.ბ.ს თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...