planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 ციგა საბა ქუმარიტაშვილის ოჯახის ბიზნესია. საქართველოში ამ სპორტის შემოტანა მის ბაბუას, ალეკო ქუმარიტაშვილს უკავშირდება, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში, ნახევარი საუკუნის წინ. მამა, ფელიქს ქუმარიტაშვილი ფედერაციას უძღვება – წერს ამერიკული გამოცემა Associated Press და საბა ქუმარიტაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.სამშობლოში, მისი ოჯახი ციგაობათან არის გაპიროვნებული, ოლიმპიადაზე მწუხარებასთან. ცოტა ხნის წინ საბა ქუმარიტაშვილმა პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის ლიცენზია მოიპოვა.12 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც საბას ბიძაშვილი, ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერის თამაშებზე ტრაგიკულად დაიღუპა. ნოდარი 21 წლის იყო, როცა ოლიმპიადაზე დებიუტი ჰქონდა. საბა ახლა 21 წლის არის და იმედია, მწუხარებასთან ერთად ოლიმპიადაზე მის გვართან სხვა განცდაც იქნება ასოცირებული.“ჩვენი ოჯახის ყველა თაობაში 1 მოციგავე მაინც იყო და ახლა, მე და მამაჩემი მივსდევთ ამ ტრადიციას და ნოდარის ნაბიჯებს. მასზე ფიქრი მტკივნეულია, მაგრამ დიდ ძალას მაძლევს.”“ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი ოჯახი და ქვეყანა ოლიმპიადაზე წარვადგინო. მე დიდ პასუხიმგებლობას ვგრძნობ, რადგან ჩემგან კარგ შედეგებს ელიან. ეს დიდი მოტივაციაა და ვეცდები ყველაფერი გავცე”, – ამბობს საბა.“ნოდარისთვის” – ყველას გვახსოვს ნოდარის ტრაგედია და ყოველ წელს ვიხსენებთ მას. საბას შესახებ საზოგადოებაში პირველი ინფორმაციის გავრცელებიდან, ბევრს ნოდარის ძმა ეგონა. იმედია, პეკინში ქუმარიტაშვილების გვარი საქართველოს დიდ სიხარულს მოუტანს და სწორედ ამის სურვილი აქვს საბას, საბა ქუმარიტაშვილს.Associated PressThe post “ნოდარისთვის” – ქუმარიტაშვილის გვარი ოლიმპიადაზე ბრუნდება appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts