planeta.ge Posted January 27, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2022 საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გავიდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინა 2:1 დაამარცხა.მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე მეკარე ზვიად კუპატაძე იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა არაერთი შესანიშნავი სეივი გააკეთა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან კომენტარი გააკეთა:„მეტოქე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. სწორედ ისეთი თამაში შემოგვთავაზეს, როგორსაც ველოდით. თუმცა, უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. როგორც ჩანს, მეკარეს ცოტა ეშინოდა, რადგან მისთვის ორი გოლი მაქვს გატანილი და თამამად ვერ ერთვებოდა შეტევაში. მებრძოლი გუნდი ვართ და ასეა 2016 წლიდან. ყოველთვის პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და სწორედ ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ძალიან გაუჭირდათ ჩვენი დამარცხება. ასე რომ, არაფერს დავთმობთ და ყველა გუნდთან მოსაგებად გავალთ”, – განაცხადა კუპატაძემ. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო მატჩს 29 იანვარს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.The post ზვიად კუპატაძე: “ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts