planeta.ge Posted January 27, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2022 საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას სამხრეთ კორეის მე-2 ლიგაში გააგრძელებს.Goal.philenews-ის ინფორმაციით, ნიკას ახალი გუნდი “ჯეონამ დრაგონსი” იქნება, რომელმაც სამხრეთ კორეის თასი მოიგო და აზიის თასზე ასპარეზობს. სეზონი 19 თებერვალს განახლდება.კაჭარავა 1 თვის წინ კვიპროსული “ანორთოსისიდან” საკმაოდ უცნაური მიზეზით გამოაგდეს. გურამ კაშიასთან ერთად “აპოელის” მატჩს ესწრებოდა და როცა ქვილითაიამ გოლი გაიტანა, კაშიას გამოქვეყნებულ ვიდეოში ქართველის მიერ ბურთის შეგდების შემდეგ იღიმოდა, რაც “ანორთოსისმა” მიზეზად გამოიყენა.ნიკას შეთავაზებები პოლონეთიდან და კვიპროსიდან ჰქონდა, თუმცა კორეაში წასვლა არჩია, სადაც პირველ ლიგაში ვაკო ყაზაიშვილი აგორებს ბურთს.The post ნიკა კაჭარავა სამხრეთ კორეაში ითამაშებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts