planeta.ge Posted January 27, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2022 სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპანტებმა ხეებსა და ბუჩქებს თეთრი ლენტები შეაბეს.ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ისინი ბორდერიზაციის მიზნით პერიმეტრს ნიშნავენ. მათივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლოა ორი ადგილობრივის სახლი და ბაღი, ასევე სასაფლაოს ნაწილი მოექცეს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეინიშნება გარკვეული უკანონო დესტრუქციული ქმედებები.მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საკითხი ყველა არსებულ ფორმატში განიხილება.The post მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული უკანონო ქმედებები შეინიშნება – სუს-ი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts