Jump to content
Planeta.Ge

ბაღი, რომლის რეაბილიტაციაზე 900 ათას ლარამდე დაიხარჯა, ისევ ავარიულია


Recommended Posts

ბათუმის მეცამეტე ბაღი ავარიულია. აღსაზრდელები სხვა ბაღში გადაანაწილეს. თავის დროზე მშენებლობისთვის დახარჯული თანხები გააპროტესტა ოპოზიციამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, შენობისთვის 900 ათას ლარამდეა დახარჯული,თუმცა  ხუთი წლის სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირება საფრთხის ქვეშაა.

“ბაღის რეაბილიტაციასა მშენებლობაში დაიხარჯა 900 ათას ლარამდე, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ შეწყვეტილია აღმზრდელობითი პროცესი, ბავშვები გაყვანილი არიან სხვადასხვა ბაღში იმიტომ, რომ შენობა ინგრევა. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ კორუფციაშია ბათუმის მერია ჩართული და როგორ ხდება ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯვა. მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს,  დაინტერესდნენ პრობლემით”, – აღნიშნა ენმ-ის წევრმა.

აჭარის ტელევიზიას ბათუმის ბაღების გაერთიანებაში უთხრეს, რომ უსაფრთხოების მიზნით სააღმზრდელო პროცესი შენობაში ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, შენობის მდგომარეობა კი სპეციალისტებმა შეამოწმეს. 

ექსპერტიზის დასკვნის შედეგად უნდა გადაწყდეს რა ფორმით გაგრძელდება ბაღის ფუნქციონირება და ექვემდებარება თუ არა გამაგრებას.

The post ბაღი, რომლის რეაბილიტაციაზე 900 ათას ლარამდე დაიხარჯა, ისევ ავარიულია appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...