Jump to content
Planeta.Ge

მომავალი კვირიდან ონლაინსწავლებაზე 36 ათასზე მეტი მოსწავლე გადადის


Recommended Posts

მიმდინარე კვირაში ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი საჯარო სკოლების 36 202 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვეს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან მიაწოდეს.

ამასთან, უწყების განმარტებით, ამ მონაცემში არ შედიან იმ კლასებისა და სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ინფექციის დადასტურების შემთხვევების გამო, ონლაინსწავლებაზე გადავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო კვირის ბოლოს გაავრცელებს.

ამასთან, ონლაინსწავლების ფორმის გაუქმების შესახებ განცხადება 4 031-მა მშობელმა შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

ონლაინსწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.

The post მომავალი კვირიდან ონლაინსწავლებაზე 36 ათასზე მეტი მოსწავლე გადადის appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...