Jump to content
Planeta.Ge

მეუფე იაკობი: ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ! ერთ კაცს ნუ გააყოლებენ ქვეყანას!


Recommended Posts

„ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ! როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ, ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ და ვიტყვი რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ“, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობი მიმართავს სასულიერო პირებს, რომ „ერთ კაცს“ ქვეყანას ნუ გადააყოლებენ.

„ჩვენთან ძალით ვაჟკაცობა არავინ არ უნდა დაიწყოს. კარგად გაიხსენეთ, როდესაც ვიღაცები ვაჟკაცობდნენ, როგორ გარბოდნენ მერე ქვეყნიდან. ქართველებმა უნდა ვისწავლოთ საქართველოზე ფიქრი. სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გააყოლებენ ქვეყანას. ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი? თუ მაშინ არ ვარგოდა სასამართლო, აბა, რა ქვეყანა გვქონდა მაშინ აშენებული? უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა? ამიტომ გონიერება მოვიკრიბოთ, ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ. როგორ გგონიათ, რომ დამიჭირონ ტირილს დავიწყებ ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

 

dailyinfo

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...