planeta.ge Posted January 27, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2022 „რეფორმების ჯგუფის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ეხმაურება NDI-ის კვლევას და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს არ გამოხატავს.მისი თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ მმართველი პარტიის მთავარი ამოცანა არა სიღარიბის გადაჭრა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაა.„ქართული ოცნება“ არ გამოხატავს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს. ეს არის ცალსახა. ადამიანებმა იციან, რომ ოცნების მთავარი ამოცანა არის არა იმ პრობლემების მოგვარება, რაც ყოველდღიურად აქვს მოსახლეობას ამ სიღარიბეში, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება იმისთვის, რომ გაგრძელდეს ხალხის ძარცვის უფლება რაც შეიძლება დიდ ხანს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.ცნობისთვის, NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა არ აქვთ. დაბალია ნდობა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის საქმიანობის მიმართაც.The post მანჯგალაძე: „ოცნება“ უმრავლესობის ინტერესებს არ გამოხატავს appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts