planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა ნატალია კორძაიამ ქალაქ ნეაპოლში მოინახულეს საქართველოს მოქალაქე სალომე ტეტუნაშვილი, რომლის საძიებო სამუშაოებიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა. როგორც იტალიაში საქართველოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ინფორმაცია ვრცელდება, სალომე ტეტუნაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. "ელჩმა და კონსულმა შეხვედრა გამართეს ასევე ნეაპოლის პოლიციის ხელმძღვანელობასთან. ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. ინტენსიურად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზე იყო დაკარგულის ოჯახთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც ქ. რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს", - ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იტალიის პოლიციამ სალომე ტეტუნაშვილს რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ, 26 იანვარს მიაგნო tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts