planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 პედოფილიის მორიგი შემთხვევა - ბაბუა 12 წლის შვილიშვილზე სქსუალურად წლების განმავლობაში ძალადობდა. მოძალადე ციხეშია, თუმცა მოზარდს მუქარის წერილებს უგზავნის. შემზარავი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, 12 წლის გოგონა, რომელიც 9 წლიდან საკუთარი ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია, ტრავმიდან ვერ გამოდის, რის გამოც მან რამდენჯერმე თვითმკვლელობაც სცადა. დღეს მან "რუსთავი2"-ს თავად მოუყვა გაუპატიურების არა ერთი ფაქტი. გოგონა მამამ დაბადებამდე მიატოვა. შემზარავი დანაშაულის შესახებ პოლიციას დედამ შეატყობინა, თუმცა ქალმა ძალადობის მსხვერპლ შვილზე საბოლოოდ თავადაც უარი თქვა, სასამართლომ კი მას მშობლის უფლება ჩამოართვა. არასრულწლოვანზე მისი მეგობრის დედა ზრუნავს, რომელსაც ბავშვი დედობილად მოიხსენიებს. არასრულწლოვანს ბაბუა დანით აშანტაჟებდა და მოკვლით ემუქრებოდა. პედოფილს კვალის დაფარვის მიზნით მსხვერპლი ტყეში მიჰყავდა. მას ახლა სასჯელის უმაღლესი ზომა აქვს მისჯილი, თუმცა არასრულწლოვანს მაინც ემუქრება. მოზარდთან ინტერვიუ ტელეკომპანიამ მას შემდეგ ჩაწერა, რაც ცნობილი გახდა, რომ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფმა გოგონამ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი თვითნებურად დატოვა. მიყენებული სტრესის გამო მოზარდმა თვითმკვლელობაც რამდენჯერმე სცადა და რომ არა თავშესაფრის ადმინისტრაციის დროული რეაგირება, ყველაფერი შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულებულიყო. როგორც "რუსთავი2" ავრცელებს ინფორმაციას, ტელეკომპანიამ ძალადობის მსხვერპლი ბავშვი თავშესაფარში დააბრუნა, სადაც ის სპეციალური ზრუნვის ქვეშ იმყოფება. დაწესებულების ადმინისტრაცია, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებს და არც იმას განმარტავს, თუ როგორ მოახერხა მან ტერიტორიის თვითნებურად დატოვება. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.