Jump to content
Planeta.Ge

ვლაჰოვიჩის სახლთან პოლიციაა მობილიზებული


Recommended Posts

“ფიორენტინას” თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩის საცხოვრებელ სახლთან ფლორენციის პოლიცია მობილიზდა. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც “ვიოლას” ტიფოზები სერბ ფეხბურთელს ფიზიკური დაპირისპირებით დაემუქრნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 წლის ფორვარდი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს, რამაც “ფიორენტინას” ფანების აღშფოთება გამოიწვია. “ვიოლას” ქომაგებმა ფლორენციული კლუბის სტადიონთან ბანერები გამოფინეს, რომელზეც ვლაჰოვიჩის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი გზავნილებია გამოყენებული.

თავად დუშან ვლაჰოვიჩს მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში საჩივარი არ შეუტანია, თუმცა სამართალდამცავმა ორგანომ უსაფრთხოების მიზნით ფეხბურთელის სახლთან პატრულირება მაინც გადაწყვიტა.

The post ვლაჰოვიჩის სახლთან პოლიციაა მობილიზებული appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...