Jump to content
Planeta.Ge

“უოტფორდმა” ჰოჯსონი დანიშნა


Recommended Posts

“უოტფორდის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე როი ჰოჯსონი დაინიშნა. მას რეი ლევინგტონი დაეხმარება. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლომდე ექნება.

შეგახსენებთ, რომ 74 წლის სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე კლაუდიო რანიერი შეცვალა. თავის მხრივ, იტალიელმა “უოტფორდი” მას შემდეგ ჩაიბარა, რაც ინგლისურმა კლუბმა ჩისკო მუნიოსი გაათავისუფლა. ჰოჯსონი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გუნდისთვის მესამე ახალი მთავარი მწვრთნელია.

“უოტფორდს” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილი უკავია.

The post “უოტფორდმა” ჰოჯსონი დანიშნა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...