Jump to content
Planeta.Ge

ანჩელოტი: “ჩემი ბრალია, რომ ბენზემამ პენალტი ვერ გამოიყენა”


Recommended Posts

23 იანვარს, ლა ლიგის 22-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ელჩე” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩის 33-ე წუთზე მადრიდელთა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ პენალტი ვერ გამოიყენა. ფრანგმა, მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში თერთმეტმეტრიანი მეოთხედ შეასრულა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მან გოლი ვერ გაიტანა.

“ჩემი ბრალიცაა, რომ ბენზემამ პენალტი ვერ გაიტანა. მას ვუთხარი, რომ მეტოქეები ანალიზს აკეთებდნენ და ის ყოველთვის ერთ კუთხეში ურტყამდა. ამიტომ, კარიმმა გადაწყვიტა კუთხე შეეცვალა. ჩემი შეცდომაა, წყნარად უნდა ვყოფილიყავი”, – უთხრა ანჩელოტიმ DirectTV-ის.

აღსანიშნავია, რომ ბენზემა, მიმდინარე სეზონში, პენალტებს მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში ურტყამდა.

http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/01/cats-1.jpg

The post ანჩელოტი: “ჩემი ბრალია, რომ ბენზემამ პენალტი ვერ გამოიყენა” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...