planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 შოთა არველაძე “ჰალ სიტის” საჭეს სულ მალე ჩაიბარებს, თუმცა “ჰალი” უკვე შესწავლილი ექნება და იცის, რომ კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კინ ლუის-პოტერია.პოტერი 20 წლის მარცხენა ვინგერია, რომელმაც ჩემპიონშიპის ამ სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე პასი გააკეთა. “ბლექბერნთან” მატჩის დროს ფეხბურთელის დასაკვირკვებლად ანტონიო კონტეს სკაუტები იყვნენ. “ტოტენჰემმა” წინა მფლობელებს 8 მილიონი შესთავაზა, თუმცა უარით გაისტუმრეს.როგორც Hulldaily წერს, ილიჯალი პოტერის საკითხზე არველაძეს ესაუბრა და მათ არ სურთ მოთამაშის გაყიდვა ამ სეზონში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინადადება მინიმუმ 14 მილიონიდან დაიწყება.ლუისი ამომავალი ინგლისელი ვარსკვლავია და საინტერესოა, როგორ იმუშავებს ჩვენებურთან ერთად. გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.The post შოთას პირველი საფიქრალი – “ტოტენჰემი” “ჰალის” ვუნდერკინდში 8 მილიონს იხდის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts