planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 იტალიაში საქართველოს საელჩო, იტალიის ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქის გაუჩინარების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, მე-2 დღეა გრძელდება სამძებრო სამუშაოები, რაშიც საკონსულოს მოთხოვნით აქტიურად არის ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. მათი თქმით, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან. „იტალიის ქ. ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები და საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართულნი იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. ინტენსიურად ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზეა დაკარგულის ოჯახთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, […] REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts