planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5 %-მდე შეგვიმცირდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „დღეისათვის მობილიზებული გვაქვს 8000-ზე მეტი საწოლი, აქედან, რაც შეიძლება დადებით ფაქტორად აღინიშნოს, არის ის, რომ ამ 8000-დან ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებულია საშუალოდ 4300-დან -4500 საწოლამდე. აქ იგულისხმება ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში არ ხდება ჰოსპიტალიზაცია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე. ის მოლოდინი, რაც იყო „ომიკრონთან“ დაკავშირებით რომ ჰოსპიტალიზაცია და მძიმე მიმდინარეობა არ იქნებოდა, ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts