Jump to content
Planeta.Ge

REZONANSI Pfizer ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდას იწყებს


Recommended Posts

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Pfizer, BioNTech-თან ერთად, კორონავირუსის ომიკრონის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს. როგორც ცნობილია, კვლევაში 1 400-ზე მეტი ზრდასრული მოხალისე ჩაერთვება. მათგან 615 პრეპარატის ადრეულ ვარიანტს 2-ჯერ მიიღებს, დამატებით კი — ომიკრონზე ორიენტირებულ 1 ან 2 დოზას. ძველი ვაქცინით 3-ჯერ აცრილ 600 ცდისპირს იმავე ან ახალ 1 ინიექციას გაუკეთებენ. დანარჩენ 200 ადამიანს, რომელსაც იმუნიზაცია არ აქვს ჩატარებული, ორგანიზმში საცდელ ვაქცინას 3-ჯერ შეუყვანენ. “ვირუსთან ბრძოლისას მუდმივად ფხიზლად ყოფნა მისგან თავდასაცავად ახალი გზების მოძიებას გულისხმობს. ჩვენ გვჯერა, რომ კონკრეტულ შტამზე დაფუძნებული ვაქცინების კვლევა და შექმნა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია”, – აცხადებენ Pfizer-ში.

 

REZONANSI

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...