Jump to content
Planeta.Ge

რუსული ჯარების რიცხვი არაა საკმარისი უკრაინის მთელი საზღვრის გასწვრივ სრულმასშტაბიანი შეტევისთვის – დიმიტრი კულება


Recommended Posts

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის საკმარისი ძალები არ ჰყავს მობილიზებული. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კულებამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინას ნებისმიერ მომენტში დაესხას თავს, როგორც ეს 2014 წელს მოხდა, თუმცა ამ დროისთვის სრული შეტევისთვის საჭირო ძალების მობილიზებას ვერ შეძლებს.

„უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზებული რუსი სამხედროების რიცხვი დიდია, ეს საფრთხეს წარმოადგენს – პირდაპირ საფრთხეს უკრაინისთვის.

თუმცა, ეს რიცხვი არაა საკმარისი უკრაინის მთელი საზღვრის გასწვრივ სრულმასშტაბიანი შეტევისთვის. მათ [რუსებს] ასევე არ აქვთ ზოგიერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ხელსაწყო და სისტემა ამგვარი სრულმასშტაბიანი შეტევის განხორციელებისთვის.

ჩვენ შეგვიძლია დღეში 100-ჯერ გავიმეოროთ, რომ შეჭრა გარდაუვალია, თუმცა ეს არ ცვლის ადგილზე არსებულ სიტუაციას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, თუ დასავლეთი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს.

კულებამ ასევე განაცხადა, რომ სამხედრო შეჭრა არაა ერთადერთი საფრთხე რომლის წინაშეც ახლა დგას უკრაინა.

„ჩვენ ვხედავთ უკრაინაში დესტაბილიზაციის სცენარს და ეს სცენარი გარდაუვალია, ის უკვე ხორციელდება – პანიკის გავრცელებით, უკრაინის ფინანსურ სისტემაზე წნეხით, უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევებით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი პუტინი ბედნიერი იქნება, თუ ამ გეგმით მიაღწევს წარმატებას. მას აღარც კი დასჭირდება სამხედრო ძალებისთვის მიმართვა იმისთვის, რომ უკრაინა მოწყვლად პოზიციაში ჩააყენოს.

N1 პრიორიტეტი დღეს სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნებაა, რომ ვიყოთ რეალისტები მყისიერი საფრთხის შეფასებისას თუმცა იმავდროულად რეალურზე მცირე საფრთხედ არ აღვიქვათ სამხედრო შეჭრის პოტენციალი“ – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კრემლი ამ დრომდე უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს და აცხადებს, რომ ნატო-ს მხრიდან უკრაინის დახმარება, მათ შორის იარაღების მიწოდება და სამხედრო წვრთნები, რუსეთისთვის დასავლეთ ფლანგზე საფრთხეებს ზრდის, რაზეც კრემლს რეაქცია ექნება.

წყარო

The post რუსული ჯარების რიცხვი არაა საკმარისი უკრაინის მთელი საზღვრის გასწვრივ სრულმასშტაბიანი შეტევისთვის – დიმიტრი კულება appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...