planeta.ge Posted January 26, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2022 პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:„რუსეთი რომ ეხსენებინათ, დაიქცეოდა ქვეყანა??? რუსეთის დამოკიდებულების აღწერა საერთაშორისო სამართლისა თუ მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის მიმართ არ უნდა შეეძლოს 90 წევრიან უმრავლესობას???მოკლედ, ყოველ საღამოს ავლენს ქართული პოლიტიკური კლასი თავის უმდაბლეს დონეს, კატასტროფულ დონეზე არიან დაცემულნი ჩვენი პოლიტიკოსები.ოპოზიცია ყველაფერს რუსეთს აბრალებს, ყველაფერში რუსულ კვალს ხედავს, თავისი წარუმატებლობისა და უნიათობის მიზეზად მხოლოდ რუსეთს მიიჩნევს, წინდებზეც რუსეთს აგინებს, ხელისუფლებას კი მტრის ხსენებისაც ეშინია. რუსეთს “ჩვენ რომ ვიცით იმას” უწოდებენ როდესაც ქვეყანაში რუსეთის საკითხები მამუკა მდინარაძისა და ხათუნა სამნიძის დონეზე ირჩევა, რისი იმედი უნდა გვქონდეს საერთოდ! მხოლოდ უნდა გვეშინოდეს!ქართული პარლამენტი საცოდავია!“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე. ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. ოპოზიციის განცხადებით, ამის საფუძველი გახდა, “ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა.The post „ყოველ საღამოს ავლენს ქართული პოლიტიკური კლასი თავის უმდაბლეს დონეს, კატასტროფულ დონეზე არიან დაცემულნი ჩვენი პოლიტიკოსები“ – ლევან ლორთქიფანიძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts